Samstag, 17. Juni 2017

რეფლექსია მეცხრე დღე
დავასრულეთ გეგმებზე მუშაობა. ამასთანავე შევამოწმეთ ერთმანეთის პროექტები. მივეცით საჭირო რჩევები. ტრენინგის ბოლოს მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.
პირველი გამომსვლელი იყო ქეთევან ქობალია, რომლის თემა იყო "მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში", რომელიც მეტად საინტერესო იყო.
მეორე პრეზენტატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა ნიკოლაიშვილი, მისი საპრეზენტაციო თემა იყო "კომპიუტერული თამაშები".
შემდეგი პრეზენტატორი იყო  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია სამხარაძე, მისი საპრეზენტაციო თემა იყო " რა ენე წახდეს", რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა.
შემდეგი მომხსენებელი იყო ინგლისური ენის პედაგოგი ეკა მექვევრიშვილი, რომლის საპრეზენტაციო თემა იყო "დავიცვათ ჩვენი გარემო".
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო ომსარაშვილის თემა ეხებოდა "საქართველოს ძველ და ახალ სამხედრო სტრატეგიებს".
ვართუშ აბრამოვას თემა იყო " მუზიკლი".
ლიკა გალუსტოვის თემა იყო "საიდან იღებს სათავეს გამოთქმა ცისფერსისხლიანი".
თამარ ცარციძის თემა ეხებოდა "ციხე-ტაძრებთან დაკავშირებულ ისტორიებს".
ყველა გამომსვლელის პრეზენტაცია იყო მეტად საინტერესო და ბევრის მომცემი.

Freitag, 16. Juni 2017

რეფლექსია მერვე დღე
დღეს დავხვეწეთ ჩვენი პროექტები, ჩავასწორეთ და ჩავამატეთ აქტივობები. ასევე ვისწავლეთ  ფასილიტაციის კითხვარის შევსება. დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი და მრავლისმომცველი.

Sonntag, 11. Juni 2017

რეფლექსია  მეშვიდე დღე 
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ  გარდნერის  მრავალმხრივი  ინტელექტის  თეორია  და  შევქმენით  კითხვარი  დიფერენცირებისათვის, ჩამოვწერეთ  ინდიკატორები შეფასების რუბრიკისათვის. ავტვირთეთ ,,დრაივზე".  ვისწავლეთ გაჯეტების დამატება, ვიმსჯელეთ პროცედურების ჩამოყალიბებეაზე. ჩვენი პროექტისთვის შევარჩიეთ ხარაჩო.

Samstag, 10. Juni 2017

რეფლექსია მეექვსე დღე 
დღევანდელ ტრენინგზე შევქმენით შეფასების სისტემა მიზნიდან გამომდინარე და ინდიკატორის გათვალისწინებით, რომელსაც გამოვიყენებთ მოსწავლის ნაშრომის შესაფასებლად.   მოდულის ბოლოს, დარჩენილ დროს,  გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევამოწმებთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.

Samstag, 3. Juni 2017

რეფლექსია მეხუთე დღე
დღევანდელ ტრენინგზე მოვირგეთ მოსწავლის როლი, გავეცანით თუ რა არის საავტორო უფლება, შევქმენით ციტირებული დოკუმენტი. ვისწავლეთ მისამართისა და სურათების გადმოწერა. შევქმენით სლაიდ შოუ Power Point-ში. მადლობა ქალბატონ მანანას გულისხმიერებისა და საინტერესო ტრენინგისთვის.

Sonntag, 14. Mai 2017

რეფლექსია მეოთხე დღე
დღევანდელ ტრენინგზე შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი,განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები, შევქმენით შეფასების რუბრიკები. . გავეცანი ვიცი-მინდა ვიცოდე- ვისწავლე დიაგრამას.დღევანდელი დღეც ნაყოფიერად წარიმართა.

Samstag, 13. Mai 2017

რეფლექსია მესამე დღე
დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს. მათზე დაყრდნობით დავსახეთ სასწავლო მიზნები. გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების არსს. ტრენინგი ნამდვილად ნაყოფიერი იყო.

რეფლექსია მეცხრე დღე დავასრულეთ გეგმებზე მუშაობა. ამასთანავე შევამოწმეთ ერთმანეთის პროექტები. მივეცით საჭირო რჩევები. ტრენინგის ბოლოს მოვი...