Samstag, 17. Juni 2017

რეფლექსია მეცხრე დღე
დავასრულეთ გეგმებზე მუშაობა. ამასთანავე შევამოწმეთ ერთმანეთის პროექტები. მივეცით საჭირო რჩევები. ტრენინგის ბოლოს მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.
პირველი გამომსვლელი იყო ქეთევან ქობალია, რომლის თემა იყო "მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში", რომელიც მეტად საინტერესო იყო.
მეორე პრეზენტატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა ნიკოლაიშვილი, მისი საპრეზენტაციო თემა იყო "კომპიუტერული თამაშები".
შემდეგი პრეზენტატორი იყო  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია სამხარაძე, მისი საპრეზენტაციო თემა იყო " რა ენე წახდეს", რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა.
შემდეგი მომხსენებელი იყო ინგლისური ენის პედაგოგი ეკა მექვევრიშვილი, რომლის საპრეზენტაციო თემა იყო "დავიცვათ ჩვენი გარემო".
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო ომსარაშვილის თემა ეხებოდა "საქართველოს ძველ და ახალ სამხედრო სტრატეგიებს".
ვართუშ აბრამოვას თემა იყო " მუზიკლი".
ლიკა გალუსტოვის თემა იყო "საიდან იღებს სათავეს გამოთქმა ცისფერსისხლიანი".
თამარ ცარციძის თემა ეხებოდა "ციხე-ტაძრებთან დაკავშირებულ ისტორიებს".
ყველა გამომსვლელის პრეზენტაცია იყო მეტად საინტერესო და ბევრის მომცემი.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

რეფლექსია მეცხრე დღე დავასრულეთ გეგმებზე მუშაობა. ამასთანავე შევამოწმეთ ერთმანეთის პროექტები. მივეცით საჭირო რჩევები. ტრენინგის ბოლოს მოვი...